4 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

რამხელა ფულად ჯილდოს გადასცემს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს

პარიზის ოლიმპიური თამაშები სულ მალე აიღებს სტარტს. წლევანდელ ტურნირზე საქართველოს სახელით სულ 28 სპორტსმენი იასპარეზებს. გახსნის ცერემონიალის მიმდინარეობისას მედროშეების როლში კვლავ ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან.

ტოკიოში გამართული ოლიმპიური ტურნირის მსგავსად, საქართველოს მთავრობამ წლევანდელი ჩემპიონატის მონაწილეებისთვისაც დააწესა ფულადი ჯილდოები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ოლიმპიადაზე ოქროს მოპოვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენები მილიონი ლარით დაჯილდოვდებიან, ვერცხლის მოპოვების შემთხვევაში 500 ათასი ლარით, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათასი ლარი გადაეცემათ ჯილდოს სახით.

საფრანგეთის დედაქალაქში გასამართი ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს და 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

Facebook კომენტარები