„ტორპედო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვისთვის იბრძვის. ქართული კლუბი „ტირანას“ დაუპირისპირდა და პირველი შეხვედრა 1:1 დაასრულა. ალბანურ კლუბთან განმეორებითი შეხვედრა 18 ივნისსაა დაგეგმილი.
ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლის უზრუნველსაყოფად ქართული კლუბი შემადგენლობის განახლებას განაგრძობს. „ტორპედოს“ წარმომადგენლებმა 24 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი დაადასტურეს.
ვარლეი ლეანდრომ „ტორპედოსთან“ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა მარჯვენა მცველს აქამდე „სანტა კრუზის“, „ბოტაფოგოს“ და „კორიტიბას“ რიგებში აქვს ნათამაშები.