1 წლის და 2 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მომიწია ჩემს პროფესიაზე უარის თქმა, თუმცა არც ერთი წამით არ ვნანობ, იმიტომ რომ ოთო..." - რას ამბობს კაკაბაძის მეუღლე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კაკაბაძის ცოლმა ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ მეუღლეზე ისაუბრა.

მისი თქმით, მან საკუთარ პროფესიაზე უარი თქვა:

“არ არის მითი, რომ სპორტსმენის მეუღლეობა რთულია. უნდა შეუწყო ხელი, კვებით, რაციონით, ძილის რეჟიმით, უნდა ჰქონდეს თავისი კუთხე, სივრცე, მოისვენოს. ზოგადად ოთო ძალიან ჩართული მამაა, ცდილობს, იოანესთან დიდი დრო გაატაროს"

"მომიწია ჩემს პროფესიაზე უარის თქმა, სამწუხაროდ. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, თუმცა არც ერთი წამით არ ვნანობ, რადგან ძალიან დიდ კომფორტში მამყოფებს ჩემი მეუღლე. ოთო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია, ის თავის მხრივ მამყოფებს კომფორტში, მე – ჩემი მხრივ ხელს ვუწყობ"

Facebook კომენტარები