უეფამ განაცხადა, რომ ევრო 2024 წლის ოქროს ბუცს ექვსი მოთამაშე მიიღებს, თუ ინგლისისა ესპანეთის მატჩი ტურნირის ერთპიროვნულ ბომბარდირს ვერ გამოავლენს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურნირის ოქროს ბუცს გიორგი მიქაუტაძეც მიიღებს, ვინაიდან მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 ასისტია.
ტურნირის ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:
გიორგი მიქაუტაძე
დანი ოლმო
ჰარი კეინი
ჯამალ მუსიალა
კოდი გაგპო
ვიქტორ შრანცი
უეფამ წინა ჩემპიონატის შემდეგ ეს წესი შეცვალა. მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს ბუცი კრიშტიანუ რონალდუმ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მას და პატრიკ შიკს თანაბარი რაოდენობის გოლები ჰქონდათ.