4 თვის და 3 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"როცა შენ ამის გაკეთება შეგიძლია, მოედანზე უფრო კარგად თამაშობ" - რა თქვა გველესიანმა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა "fortuna.ge"-სთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ველოდით ხალხის სიყვარულსა და სიხარულს, თუმცა არ გვეგონა, თუ ასეთი მასშტაბური იქნებოდა.

"როდესაც შენ შეგიძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა, შიშის გადალახვა, იქ უფრო უკეთ გამოგდის ყველაფერი, იმიტომ, რომ თავდაჯერება გემატება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არასდროს გვითამაშია, ჩვენ გვქონდა ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოედანზე თამაშის გამოცდილება, რაც ძალიან დაგვეხმარა. 

"როცა მოედანზე გადიხარ, გაქვს სტრესი, მაგრამ ერევი და გადალახვისკენ მიგყავს, ასეთ შემთხვევაში, საკუთარ შესაძლებლობებს უფრო კარგად ავლენ", - თქვა გველესიანმა.



Facebook კომენტარები