1 წლის და 2 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ლუკა გუგეშაშვილი ახალ კლუბში ითამაშებს - მეკარის ტრანსფერი გაოფიციალურდა

ბერძნულ სუპერლიგაში მოთამაშე კლუბმა ქართველი მეკარის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ლუკა გუგეშაშვილი მომავალი სეზონიდან „პანსერაიკოსის“ კარს დაიცავს. 

25 წლის მეკარემ ახალ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბერძნული კლუბის შემადგენლობას უახლოეს დღეებში შეუერთდება. ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში გუგეშაშვილი „ყარაბაღის“ რიგებში თამაშობდა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრებში გუგეშაშვილის დებიუტი შარშან შედგა. მან მონღოლეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ევროპის ჩემპიონატისთვის შერჩეულ განაცხადშიც მოხვდა. 

Facebook კომენტარები