1 წლის და 2 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ნიკა კვეკვესკირს გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტა ემუქრება

ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა მალე კლუბის გარეშე დარჩეს. „ლეხის“ წარმომადგენლების აზრით, 32 წლის ფეხბურთელთან 2025 წლის 30 ივნისამდე გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს კლუბისთვის.

ნიკა კვეკვესკირი „ლეხში“ უკვე რამდენიმე წელია თამაშობს, თუმცა გუნდში ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ იგი შესაძლოა საერთო შეთანხმების საფუძველზე დაითხოვონ. „ლეხის“ ახალი თავკაცის, დანიელ ნილს ფრედერიკსენის სამომავლო გეგმებში კვეკვესკირი არ მოიაზრება, რის გამოც გუნდის წარმომადგენლებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის საკითხზე დაიწყეს მუშაობა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მის ამჟამინდელ კლუბში 2021 წლიდან თამაშობს. ჟურნალისტი დავიდ დობრის განცხადებით, გუნდი კვეკვესკირთან და მის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აღნიშნული თანამშრომლობის დასრულების თაობაზე.

Facebook კომენტარები