ლუკა სილაგაძემ წლევანდელი სეზონი „ლიეპაიას“ შემადგენლობაში ჩაატარა, ვაჟა ფაცაციასთან, გიორგი კუციასთან და ანდრია ხორხელთან ერთად. თუმცა, მისი ქართველი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, იგი მომავალ სეზონს ახალი გუნდის მაისურით შეხვდება.
25 წლის შემტევი ნახევარმცველი კარიერას ლატვიის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს. სილაგაძის ახალი კლუბი “RFS” ამჟამად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის ემზადება. შესაბამისად, შესაძლოა ევროპული ტურნირის მომავალი წლის გათამაშებაში ლუკა სილაგაძეც ვიხილოთ. მისი ახალი კლუბი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ეტაპის დასაძლევად „ლარნესთან“ იბრძოლებს.
ლატვიის მოქმედი ჩემპიონების რადარზე მოხვედრამდე სილაგაძე ჩემპიონატის ბოლო ადგილოსან გუნდში, „ლიეპაიაში“ თამაშობდა. მანამდე მას „თბილისის ლოკომოტივის“, „იბერიას“ და ლატვიური კლუბი „ვალმიერას“ რიგებში აქვს ნათამაშები.