საქართველოს ოლიმპიური გუნდის სრული შემადგენლობა ცნობილია » isport.ge
3 თვის და 3 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

საქართველოს ოლიმპიური გუნდის სრული შემადგენლობა ცნობილია

ქართველი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას განაგრძობენ. საფრანგეთის დედაქალაქში გასამართი ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს. როგორც ცნობილი გახდა, წლევანდელ ოლიმპიურ შეჯიბრებებში ჯამში 28 ქართველი მიიღებს მონაწილეობას. 

საერთაშორისო ფედერაციის მიერ ქართველი მოცურავეებისთვის გამოყოფილი ორი „ვაილდ ქარდის“ წყალობით, ოლიმპიადის ქართველი მონაწილეების სიას ორი მოცურავე, ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა შეუერთდნენ.

მოცურავეების მონაწილეობით დაკომპლექტებული ქართველი სპორტსმენების სია ასე გამოიყურება:

ლაშა გურული (კრივი)

გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)

სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)

ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)

ნინო სალუქვაძე (სროლა)

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

შოთა მიშველიძე (ძალოსნობა)

ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა)

გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)

გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო)

ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)

ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)

ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო)

ლაშა ბექაური (ძიუდო)

ილია სულამანიძე (ძიუდო)

გურამ თუშიშვილი (ძიუდო)

ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო)

სოფიო სომხიშვილი (ძიუდო)

გუნდური. მიქსი (ძიუდო)

ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა)

ანა ნიჟარაძე (ცურვა)

ნოე ფანცხავა (ცურვა)


Facebook კომენტარები