როგორც მოგეხსნეებათ, არსებობდა ჭორები, რომ ევრო 2024-ის შემდეგ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს დატოვობდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა და დაადასტურა, რომ ფრანგი სპეციალისტი სამუშაოს შეცვლას არ აპირებს:
"ვილი სანიოლს წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და ის აგრძელებს მუშაობას საქართველოს ნაკრებში."
"სამომავლო გეგმებზე ვილი სანიოლთან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. ჩვენი სურვილია, რომ ის დარჩეს საქართველოს ნაკრებში."
"მისი პოზიციაც ვიცით. ის კომფორტულად გრძნობს საქართველოში თავს და სამომავლო გეგმები აქვს ჩვენთან ერთად. ეს სურვილებია და ამას დეტალურად გავივლით ერთად უახლოეს მომავალში. ორივე მხარის სურვილია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა.", - თქვა კობიაშვილმა.