ევრო 2024-ის დასრულებამდე 3 მატჩი დარჩა. მაყურებელი ხვალ და ზეგ ნახევარფინალებს იხილავს, ხოლო ჩემპიონი კვირას, 14 ივლისს გამოვლინდება.
უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ნახევარფინალის წინ ვარდნების სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც სიაში ჯერ კიდევაა გიორგი ჩაკვეტაძე.
ქართველი ნახევარმცველი ვარდნების მაჩვენებლით 5 პოზიციაზეა. მას 13 ვარდნა აქვს.