4 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მოულოდნელი ინფორმაცია! - საქართველოს ნაკრები საშინაო მატჩებს "დინამო არენაზე" არ გამართავს

როგორც მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგა ელის.

გასამართი 6 შეხვედრიდან, რა საკვირველია, 3-ს საქართველომ უნდა უმასპინძლოს, ამასთან დაკავშირებით კი "Geo Team" მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.

ყველა ელოდა, რომ მატჩებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი უმასპინძლებდა, თუმცა უეფას საიტზე პირველი 2 მატჩის მასპინძელ სტადიონად მიხეილ მესხისა და აჭარაბეთ არენა წერია.

წყაროს ცნობით, ფედერაცია ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ოფიციალურია, თუმცა ამის შეცვლის შანსიც არსებობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას ჩეხეთის წინააღმდეგ 7 სექტმებერს გამართავს, რომლის მასპინძელიც ამ ეტაპზე მიხეილ მესხის სტადიონია.

Facebook კომენტარები