1 წლის და 2 თვის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

გიორგი მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს? - იტალიიდან ქართველს სერიოზული მსურველი ჰყავს

sport.quotidiano-ს ცნობით, ჯოშუა ზირზკე 99%-ით დატოვებს "ბოლონიას", 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან, მის შემცვლელს აქედანვე ეძებენ და ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თავგამოჩენილი "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.

გამოცემის მტკიცებით, "ბოლონიას" ხელმძღვანელობამ მიქაუტაძეს ჯერ კიდევ იანვარში მიაქცია ყურადღება; უნდა გაიგონ, რა დაუჯდებათ ტრანსფერი, მაგრამ მისით "ვესტ ჰემიც" დაინტერესდა და ამ გარემოებამ შეიძლება ფასი ასწიოს.

გიორგიმ გასულ სეზონში ლიგა 1-ში 14 გოლი გაიტანა, ევროპირველობაზე კი 3 გოლით ჯერჯერობით სამ ფეხბურთელთან ერთად თანაბომბარდირია.

"ბოლონია" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

Facebook კომენტარები