ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან...
„გვაპატიე, თუ რამე შეგვეძლო და ვერ მივხვდით...“
„საკუთარ თავს რატომ არ შემოუძახე, ნუგო...“
„ჩვენი გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული ნუგო წავიდა... დიდი სიხარულის მჩუქებელმა, ახლა დიდი ტკივილი დაგვიტოვა...“
„რატომ ნუგო, როგორი ტკივილი მოგვაყენე, ჩემპიონო, ყველას ტკივილი ხარ... გასკდა გული...“
„არადა, ოლიმპიურ მედალს იყო შეპირებული... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ნუგო“
„არ მინდა ამ რეალობაში ყოფნა, ჩემპიონო! ვიცოდი, ძლიერი იყავი, მაგრამ თუ ასეთი ძლიერი - არა... მშვიდობით, არა, ნახვამდის. მადლობა, რომ მთელი ცხოვრებით მეამაყები!... რატომ არ აგვირჩიე, ვისაც ასე ძალიან გვიყვარდი?“
„გული ამომგლიჯე!!! შეგრცხვეს სიკვდილო...“
„გული მეწვის, თითქოს, გაჩერდა... არ მჯერა, ნუგიტო, ჩემი ძამიკო, რატო გადადგი ეს ნაბიჯი, რით გიშველო, რა გავაკეთო, არ ვიცი, ძმაო... გაოგნებული, გაშეშებული ვზივარ და ვიგონებ ჩვენს ერთად გატარებულ დროებს... რატო ნუგო, ნუთუ ასე უნდა გამეხსენებინა ეს ყველაფერი, ძამიკო...“ - წერენ სოციალურ ქსელში.