5 თვის და 3 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

კონსტანტინე პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო - ქართველის მორიგი წარმატება

ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის წარმომადგენელი დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა ნიკოლაოს კარავანოსს 10:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონის სტატუსი მეორედ მოიპოვა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე პეტრიაშვილმა მერვედფინალში რუსი ოპონენტი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში რუმინელ დავიდ ადრიან მეტეას მოუგო. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ჩემპიონმა უკრაინელ მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით, 10:0 მოუგო.

 

Facebook კომენტარები