5 თვის და 3 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

რუსი ძიუდოისტები ოლიმპიადაზე აღარ იასპარეზებენ - ფედერაციის ბოიკოტი

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. თუმცა, აღნიშნული გათამაშება რუსი ძიუდოისტების გარეშე ჩაივლის. მათ შესაძლო 14 ლიცენზიიდან ყველას მოპოვება შეძლეს, თუმცა ფედერაციამ ოლიმპიადას ოფიციალური ბოიკოტი გამოუცხადა. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ შეეძლოთ. ამასთანავე, კომიტეტის გადაწყვეტილებით რუსი ძიუდოისტების ნაწილს ოლიმპიადაზე გამოსვლა უკვე აკრძალული ჰქონდათ. ტურნირიდან 10 რუსი ძიუდოისტის მოკვეთის მიზეზად მათ მიერ რუსეთის არმიის მხარდაჭერა დასახელდა. 

მსგავსი გადაწყვეტილებების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ ტურნირს ბოიკოტი გამოუცხადა და შესაბამისად, ოლიმპიადაზე დანარჩენი 4 რუსი ძიუდოისტიც აღარ მიიღებს მონაწილეობას. 

Facebook კომენტარები