UFC-ის რიგით 303-ე ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლის გამოსვლა წარმატებით დასრულდა. რომან დოლიძე მე-10 საიუბილეო მატჩის ფარგლებში ენტონი სმიტს დაუპირისპირდა.
ქართველმა მებრძოლმა სამივე რაუნდში გამოიჩინა თავი და მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. ამის შედეგად, მსაჯების გადაწყვეტილებით მან გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული მოგების შედეგად მას ანგარიშზე 3 მარცხი და 7 გამარჯვება დაუგროვდა.
2021 წლის შემდეგ დოლიძემ პირველად იასპარეზა ქვემძიმე წონით კატეგორიაში და იგი ასევე საშუალო წონის დივიზიონის მონაწილეცაა. ქართველი ორივე წონითი დივიზიონის ათეულში იმყოფება.
ბრძოლის შემდეგ რომან დოლიძემ ხამზატ ჩიმაევს მიმართა და გამოჯანმრთელება უსურვა. ამასთანავე, მან ჩიმაევთან ბრძოლის სურვილიც გამოთქვა.