5 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ძალიან განვიცადე როცა საქართველოს ევროპული თავგადასავალი დასრულდა" - როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები ევრო 2024-ზე საქართველოს გამოსვლას

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან დასანანი მარცხი იწვნია.

თუმცა ჩვენმა გუნდმა აწ უკვე ტრადიციული ბრძოლა და თავდადება გამოავლინა, ვიგებდით 39 წუთის განმავლობაში, თუმცა მსაჯმა და გამოცდილებამ თავისი ქნა.

ამ შეხვედრას და ჩვენი ბიჭების მაგარ გამოსვლას უცხოელი ქომაგი სოციალურ მედიაში ეხმაურება:

"ისე იბრძვიან თითქოს ხვალინდელი დღე აღარ გათენდება, ისინი ლომები არიან"

"ინგლისის ქომაგი ვარ, თუმცა ძალიან განვიცადე როცა საქართველოს ევროპული თავგადასავალი დასრულდა."

"თქვენ ძალიან ამაყები უნდა იყოთ"

"საქართველომ ხალხი გული მოიგო"

"აქამდე სად იყავით, საოცარი გუნდია, აუცილებლად გახდებიან ჩემპიონები"

"ისინი პირველად გავიდნენ ამ დიდ ტურნირზე, უნდა დავაფასოთ ასეთი თამაშის გამო"

"დიდი პატივისცემა პოლონეთიდან, ამაყები უნდა იყოთ!"

"ესპანეთი ამ ტურნირის ფავორიტია და ვფიქრობ ჩვენი გუნდი, თურქეთი, უფრო მეტ ბურთს გაუშვებდა, პატივისცემა მათ"

"თავი მაღლა ასწიეთ ქართველებო"

Facebook კომენტარები