რომან დოლიძემ UFC-ის ქვემძიმე დივიზიონში რეიტინგის მეათე ნომერი ენტონი სმიტი დაამარცხა. ქართველი მებრძოლი ჩხუბს გამართვამდე 7 დღით ადრე დათანხმდა.
სმიტი ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო ოქტაგონზე მიცემული ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ასპარეზობის გაგრძელებას როგორც საშუალო, ისე ქვემსუბუქ წონაში აპირებს.
35 წლის ქართველმა მებრძოლმა ჩხუბში მონაწილეობისთვის 110 000 დოლარი მიიღო. 100 000 დოლარს მას გამარჯვებისთვის გადაუხდიან, ხოლო 11 000 დოლარს სპონსორები მისცემენ.
ასე რომ, ჯამში, დოლიძემ 231 000 დოლარს მოუყარა თავი.