4 თვის და 4 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

რომანი აღარ ხუმრობს - რა განაცხადა დოლიძემ ენტონი სმიტთან ქვემძიმე წონაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ

რომან დოლიძემ UFC-ის ქვემძიმე დივიზიონში რეიტინგის მეათე ნომერი ენტონი სმიტი დაამარცხა. ქართველი მებრძოლი ჩხუბს გამართვამდე 7 დღით ადრე დათანხმდა.

სმიტი ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო ოქტაგონზე მიცემული ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ასპარეზობის გაგრძელებას როგორც საშუალო, ისე ქვემსუბუქ წონაში აპირებს.

„მადლობა ყველას, ბრძოლის აღება ძალიან მოკლე ვადაში მომიხდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რეიტინგის მეათე ნომერი გავხდი. მომავალში კიდევ მეტს დავამტკიცებ. ბრძოლისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. ქვემძიმე წონაში ასპარეზობის გაგრძელებას ვაპირებ, ორი დივიზიონის ტოპ 10-ის მებრძოლი ვარ. 

არ ვიცი, UFC რას მიმზადებს, თუმცა მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ის ძალიან კარგი ბიჭია და ხამზატ ჩიმაევთან ვიბრძოლებდი. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთლებას და ველი მას“, - განაცხადა დოლიძემ.

Facebook კომენტარები