1 წლის და 3 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პირველად რონალდუს კარიერაში - კრიშტიანუს რა სერია დაასრულა საქართველოს ნაკრებმა

როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე მატჩში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშის შემდეგ მორიგი უნიკალური შედეგი დაფიქსირდა.

კერძოდ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ დიდი სანაკრებო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გოლი ვერ გაიტანა.

საგულისხმოა, რომ კრიშტიანუსთვის ეს 11-ე დიდი სანაკრებო ფორუმია (5 მსოფლიოს ჩემპიონატი, 6 ევროპის ჩემპიონატი) და წინა 10-მათგანში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 1 გოლის გატანა მაინც შეძლო. 

ასე და ამგვარად, რონალდუს ეს საოცარი სერია სწორედ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეწყვიტა.

Facebook კომენტარები