ქართველი ჩოგბურთელის სეზონი კვლავ წარუმატებლად გრძელდება. მილანის „ჩელენჯერის“ ტურნირს იგი ორსაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში გადასვლის შანსის მოსაპოვებლად ფრანგ მატის ერჰარდს დაუპირისპირდა. თუმცა, ორი საათის და 32 წუთის ხანგრძლივობის მქონე მატჩის ბოლოს, ჯამში 4:6, 6:3, 3:6 დამარცხდა.
ბასილაშვილი უკვე გამოეთიშა ლიონის „ჩელენჯერის“ გათამაშებას, ამჯერად კი მსოფლიო რეიტინგში 341-ე ადგილზე მყოფი ჩოგბურთელის წინააღმდეგ წარუმატებელი გამოსვლის შედეგად მილანის „ჩელენჯერსაც“ დაემშვიდობა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-ს რეიტინგში 446-ე ადგილზეა განთესილი.