5 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სუპერკომპიუტერმა იმედის თვალით გადმოგვხედა და ჩეხეთთან მატჩის შედეგი დაასახელა

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ქალაქ ჰამბურგში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ეს შეხვედრა ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველ შეხვედრაში ორივე მათგანი დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად გუნდებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ.

ერთ-ერთი საფეხბურთო სააგენტოს სუპერკომპიუტერმა ამ მატჩის შედეგი ანალიტიკური გამოთვლით იწინასწარმეტყველა.

მისი ანალიზით, საქართველო ჩეხეთს ანგარიშით 2:1 დაამარცხებს.

ჩვენი გუნდიდან, გოლებს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ქოჩორაშვილი გაიტანენ, ხოლო მეტოქის გუნდიდან თავს ტომას სოუჩეკი გამოიჩენს.

ასე და ამგვარად, "ჯვაროსნების" პირველი თამაშით აღფრთოვანებულ მსოფლიოს სუპერკომპიუტერიც ეთანხმება.

Facebook კომენტარები