"ნაპოლის" ყოფილმა და სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრნაჩესკო კალცონამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ"
"კვარა ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე, 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, "ოქროს ბურთს" მოიგებს, დარწმუნებული ვარ", - თქვა კალცონამ.