1 წლის და 3 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ვულოცავ ჩვენს ძვირფას მეზობელ საქართველოს ამ მაგარ მატჩს" - რას წერენ თურქი ფანები სოციალურ მედიაში

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 3:1 დამარცხდა. 

მიუხედავად ამ შედეგისა, ჩვენმა ნაკრებმა მებრძოლი სული გამოავლინა და გულშემატკივარს კარგი თამაში აჩუქა. 

ქართველების ეს თავდადება არ გამორჩენიათ თურქებსა და სხვადასხვა ეროვნების ფანებს და სოციალურ მედიაში ჩვენს გუნდზე საქებარი კომენტარები დაწერეს: 

"ეს რა თამაში იყო! ეს არის მაგალითი იმისა, თუ რატომ გვიყვარს ფეხბურთი. ნამდვილი ემოცია და ტალანტი. ვულოცავ ჩემ ქვეყანა თურქეთს გამარჯვებას და ასევე ვულოცავ საქართველოს, რომ პირველი მატჩი ასე მაგრად ჩაატარეს" 

"რა მაგარი მატჩი იყო. მთელი 90 წუთი დივნის კიდეზე ვიჯექი" 

"ვაუ, ძალიან მაგარი იყო. ბედნიერი ვარ ჩემი ქვეყნის გამარჯვებით, მაგრამ ასევე ვულოცავ ჩვენს ძვირფას მეზობელ საქართველოს, მათ მაგარი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს" 

"ჯერ-ჯერობით ტურნირის საუკეთესო მატჩი იყო!" 

"თურქეთმა მოიგო თამაში, მაგრამ საქართველომ ჩვენი გული" 

"ეს რა ბიჭები ყოფილან? მადლობა ქართველებო ასეთი თამაშისთვის" 

"ქართველებმა გამოაჩინეს თავიანთი ხასიათი. იბრძოლეს იშრომეს, მაგრამ არ გაუმართლათ, აუცილებლად იმსახურბდნენ გამარჯვებას" 

"დაიმახსოვრეთ, ერთხელაც საქართველო ევროპის ჩემპიონი გახდება"

Facebook კომენტარები