5 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გჯერათ? - დღეს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

გჯერათ? - დღეს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! დიახ ეს მრავალწლიანი ოცნება ქართველ ერს ბევრი ტანჯვის შემდეგ რეალობად ექცა.

ჩვენი ნაკრების ისტორია 1990 წლის 27 მაისიდან, მოლდოვასთან "დინამო არენაზე" ნათამაშები 2:2-ით იწყება, ამ 34 წელში კი ჩვენმა ნაკრებმა და ქვეყანამ საკმარისზე ბევრად მეტი იმედგაცურბა ნახა.

თუმცა, დღეს იმედგაცრუების დრო არ არის! დღეს ევროპას საქართველო უნდა გავაცნოთ!

ის ემოცია, რომელიც 26 მარტს ქართველმა მიიღო, ის თავისუფლება, რომელიც ქართველმა იგრძნო ის ემოცია, რომელსაც ქართველი კვირების განმავლობაში განიცდიდა, და ის ემოცია, რომელიც ყოველ იმის გააზრებაზე მოდის, რომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ, არის რაღაც რაც, მიუხედავადსხვადასხვა  შეხედულებებისა, ყველას გვაერთიანებს.

რა თქმა უნდა, ისეთი ამბიციური ერი, როგორიც ჩვენ ვართ ჯგუფიდან გასვლას და მეტოქეების განადგურებას ელის, თუმცა თუ ეს ყოველივე არ მოხდა ამ 26 ფეხბურთელისა და სამწვრთნელო შტაბის მიმარათ არანიარი ბრაზი არ უნდა გაჩნდეს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა სასწაული უკვე მოახდინეს.

ჩვენ ეს ბიჭები გვეამაყებიან, მათთან მხოლოდ მადლობს გვეთქმის.

ახლა უარყოფითი ფიქრების დრო არ არის, სულ რაღაც რამდენიმე საათში გერმანიის საფეხბურთო დედაქალაქ დორტმუნდში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება, დროშა აფრიალდება და კიდევ ერთი 90 წუთით გაერთიანდება ქვეყანა.

გჯერათ? ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. წინ საქართველო!

Facebook კომენტარები