ჩვენმა საამაყო სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, მან თავის მომავალზე ისაუბრა.
"არ მინდა, მაგრამ უნდა ვთქვა - შესაძლებელია, ეს ჩემთვის ბოლო ოლიმპიადა იყოს.
"როდესაც სპორტსმენი შეჯიბრზე ნებისმიერი სახის მედალს იღებს, ძალიან დასაფასებელია. თუმცა, არ მინდა ამ სპორტიდან ისე წავიდე, რომ ოქროს გარდა, სხვა რომელიმე სინჯის მედალი მქონდეს", - თქვა ტალახაძემ.