5 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ნაპოლიმ ჯუღელს განცხადებით უპასუხა - „მომავალს აგენტები არ წყვეტენ“

ნაპოლის ახალ მწვრთნელს კვარაცხელიას გუნდში დატოვება სურს. დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია სწორედ იტალიურ კლუბში გააგრძელებს კარიერას. თუმცა, მამუკა ჯუღელმა სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას განსხვავებული აზრი გამოთქვა.

კვარაცხელიას აგენტის აზრით, პრიორიტეტს ჩემპიონთა ლიგის გუნდში თამაში წარმოადგენს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ ჩქარობს. ჯუღელის თქმით, იგი ხვიჩას სწორედ ტურნირის შემდეგ გაესაუბრება. 

ნაპოლის წარმომადგენლები სწორედ აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ. იტალიური კლუბის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირაა აღნიშნული, რომ ისინი მამუკა ჯუღელის და ბადრი კვარაცხელიას განცხადებებს ეხმაურებიან. 

ნაპოლის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ კვარაცხელიას გუნდთან კიდევ 3 წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. შესაბამისად, იტალიურ კლუბთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელების მომავლის გადაწყვეტა სწორედ ნაპოლიზეა დამოკიდებული და არა ფეხბურთელების მამებსა და აგენტებზე. კლუბის განცხადებაში ასევე პირდაპირ აღნიშნეს, რომ კვარაცხელია არ იყიდება.

 

 

Facebook კომენტარები