როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელაის გარშემო სატრანსფერო ჭორები არ წყდება.
კვარას რამდენიმე გრანდს უკავშირებდნენ, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ფეხბურთელი ისევ ნეაპოლში დარჩეს.
ამასთან დაკავშირებით მისმა მამამ, ბადრი კვაარცხელიამ ახალი კომენტარი გააკეთა:
"სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ.
"ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ "ნაპოლიში" დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს... მაგრამ ამას ხვიჩა გადაწყვეტს", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.