როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” მეკარის პოზიციაზე ახალ მოთამაშეს ეძებს.
არ არის გამორიცხული, რომ მეტი სათამაშო დროის მიზნით ინიაკი პენიამ გუნდი დატოვოს, იქიდან გამომდინარე, რომ “ლურჯ-ბროწეუსლიფერების” პირველი მეკარე უპირობოდ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახლავთ.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” “რაიო ვალეკანოს” მეკარის, სტოლე დიმიტრიევსკის შეძენით დაინტერესდა.
ცნობისთვის, დიმიტრიევსკი გავლენიანი გამოცემა Transfermarkt-ის მიერ 4 მილიონ ევროდაა შეფასებული.