კატალონიის “ბარსელონას” 35 წლოს ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი თებერვლის თვის ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
რობერტმა გასულ თვეში საოცრად იასპარეზა და აღნიშნული პრიზი დამსახურებულად მოიპოვა.
პოლონელი თავდამსხმელი ზემოხსენებულ ჯილდოს 2023/2024 წლების სეზონში პირველად დაესაკუთრა.
ცნობისთვის, რობერტ ლევანდოვსკიმ ლა ლიგაში თებერვალის თვეში ჩატარებულ 4 შეხვედრაში ამავე რაოდენობის გოლის გატანა შეძლო.