ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა „ბაიერნის“ აქტივობით დაიწყო. გერმანული კლუბი გუნდის გაძლიერებას დაცვიდან იწყებს. „რეკორდმაისტერებმა“ ჰიროკი იტოს ტრანსფერი გააფორმეს.
25 წლის ცენტრალური მცველი „შტუტგარტში“ თამაშობდა, თუმცა გერმანული გრანდის წარმომადგენლებმა მისი გამოსასყიდი თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადეს. იაპონელი მოთამაშე „ბაიერნთან“ 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჰიროკი იტო წლევანდელ სეზონში გუნდს საკმაოდ ეფექტურად დაეხმარა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. ნიჭიერი ფეხბურთელის დამატების შემდეგ, კომპანის შემდეგი სამიზნე „ფულემის“ მოთამაშე იქნება. „ბაიერნი“ ჟოაუ პალინიას ტრანსფერზე უკვე აქტიურად მუშაობს.