გერმანიაში ჩასვლის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ მედიას ინტერვიუ მისცა:
"თავს კარგად ვგრძნობ, მზად ვარ. ჩვემ გვსურს, რომ კარგად მოვემზდოთ და გავიმარჯვოთ, ეს მნიშვნელოვანია. ჩემთვის, რეკორდები მეორეხარისხოვანია, ისინი ბუნებრივად მოდის"
"ნერვიულობა? არის რაღაც რაც მუცელში ყოველთვის მივლის, განსაკუთრებით მატჩის წინა დღეს, ეს ბედნიერების გრძნობაა. როდესაც ამას ვერ ვგრძნობ უმჯობესია გავჩერდე. ჩვენ მზად ვართ!"
"ვფიქრობ, ნაკრების ეს თაობა დიდი ტურნირის მოგებას იმსახურებს. აქ ერთ მატჩს მეორე მოსდევს, ვნახავთ რა და როგორ მოხდება. ჩვენ უნდა ვიოცნებოთ, ეს კარგი რაღაცაა", - განაცხადა რონალდუმ. აქვე შეგახსენებთ, რომ პორტუგალია პირველ მატჩს 18 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.