5 თვის და 3 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

კლოზე ნიურნბერგის მწვრთნელად დაინიშნა - გერმანელი ლეგენდის ახალი გამოწვევა

გერმანულ ფეხბურთში კიდევ ერთი ფეხბურთის ლეგენდა დაბრუნდება მწვრთნელის რანგში. მიროსლავ კლოზე მე-2 ბუნდესლიგაში მოთამაშე კლუბს ჩაიბარებს. „ნიურნბერგის“ ახალი თავკაცი კლუბის გულშემატკივრებითა და ტრადიციებითაა მოხიბლული.

46 წლის სპეციალისტი ახალ კლუბში მუშაობას მალე დაიწყებს. მისი განცხადებით, „ნიურნბერგის“ გარემო იდეალურია ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად და ახალი თაობების კარგად განსავითარებლად.

მიროსლავ კლოზე აქამდე გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და „ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, ასისტენტის როლით. მთავარი მწვრთნელის სტატუსით მან აქამდე მხოლოდ ავსტრიული კლუბ „ალტახს“ უხელმძღვანელა. 

"ნიურნბერგი" გასულ სეზონში მეორე ლიგის მეთორმეტე ადგილზე გავიდა. კლოზე ამ შედეგის გაუმჯობესებას ახალგაზრდა ტალანტების გამოყენებით შეეცდება მომავალ სეზონში.

 

 

Facebook კომენტარები