1 წლის და 3 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

კაშია და კანკავა სლოვანში დარჩებიან - მოლაპარაკების ახალი დეტალები

ქართველი ფეხბურთელები მომავალ სეზონში კვლავ „სლოვანში“ ითამაშებენ. გუნდსა და მოთამაშეებს შორის მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზეა. აღნიშნულ ინფორმაციას თვითონ კლუბის გენერალური დირექტორი, ივან კმოტრიკ-უმცროსი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ „ბრატისლავის სლოვანის“ მაისურით ზედიზედ სამჯერ შეძლეს სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, გუნდში 2021 წელს გადასვლის შემდეგ. მათი მთავარი მწვრთნელის პოსტი ამჟამად ვლადიმირ ვაისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაცს უკავია.

 

Facebook კომენტარები