ქართულ კლუბსა და სახოს წარმომადგენლებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. თუმცა, „ტორპედო“ აღნიშნული მოთამაშის გარდა კიდევ რამდენიმე სენსაციური ტრანსფერის მოგვარებას შეეცდება.
Gol.dnevnik.hr-ის განცხადებით, საფრანგეთის ნაკრების მცველის შემდეგ, „ტორპედო“ ივან პერიშიჩის გადმობირებას შეეცდება. ხორვატიული გამოცემის თანახმად, გუნდი აქტიურად მუშაობს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის უზრუნველყოფისათვის. პერიშიჩს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ამოეწურება.
„ტორპედო“ ასევე ლუიშ ნანის დამატებასაც შეეცდება. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მოთამაშე მაისში „დემირსპორს“ დაემშვიდობა, ხელშეკრულების გაწყვეტის საფუძველზე. ქართული გუნდის წარმომადგენლები პერიშიჩთან ერთად, სწორედ აღნიშნული მოთამაშის ტრანსფერზე იმუშავებენ.