ქართველი ფეხბურთელის შეძენა რამდენიმე დიდ კლუბს სურდა. სატრანსფერო სიახლეების მიხედვით, სიას „პსჟ ლიდერობდა. ფრანგები 100 მილიონი ევროს გადახდისთვის იყვნენ მზად. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ აღნიშნული შემოთავაზებით არ დაინტერესდნენ.
Gazzeta dello Sport-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, კვარაცხელია მზადაა ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. შეცვლილი შეთანხმების თანახმად, ქართველი შემტევის სეზონური ხელფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
"ნაპოლის" ახალი მწვრთნელი მომავალი სეზონის გუნდის ერთ-ერთ ბირთვად სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს. ანტონიო კონტემ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს პირადად დაადო ვეტო.