დონეცკის "შახტარის" ქართველი მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი უკრაინული გამოცემა, "Sportarena"-ს მიერ შედგენილ უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ 11-ეულში მოხვდა.
გამოცემა აზაროვის გასულ სეზონზე წერს და ეხმიანება იმ ფაქტს, რომ ვილი სანიოლმა ფეხბურთელი 26-კაციან სიაში არ შეიყვანა:
"შახტარის დაცვის ფლანგებზე მაღალი კონკურენციაა, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის გათვალისწინებით, აზაროვმა მარცხენა ფლანგზე მატჩების უმეტესობა როგორც შიდა ასპარეზზე, ისე საერთაშორისო დონეზე ჩაატარა. სწრაფმა და ტექნიკურმა მოთამაშემ მაღალ დონეზე ჩაატარა უკრაინის თასის ფინალი ვორსკლასთან, ჩემპიონატის კალენდარული შეხვედრები: ზორიასთან, ჩერნომორეცთან, ვერესთან, ობოლონთან და მონაწილეობა მიიღო ხუთ შედეგიან კომბინაციაში"
"ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში ირაკლის არგამოძახება დიდი გამოცანაა. მან, გოჩოლეიშვილის მსგავდა, დაიმსახურა დიდ ტურნირში თამაში", - წერს გამოცემა.