როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის ვასტრიაში აქტიურად ემზადება.
ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს და სამწვრთნელო შტაბისგან დარიგეგებს იღებს.
მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ საბა კვირკველიას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.
როგორც ცნობილია, ის ევრო 2024-ისთის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროზე პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მანამდე კი 9 ივნისს ამხანაგური მატჩი მონტენეგროსთან გველის.