8 თვის და 4 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

უარი 90-მილიონიან შეთავაზებაზე - ვისი წინადადება დაბლოკა "ბარსამ"

ცნობილმა გამოცემა "MundoDeportivo"-მ კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, იანვარში "ბლაუგრანამ" 90-მილიონიან შეთავაზებაზე თქვა უარი.

კერძოდ, როგორც წყარო წერს, მიუნხენის "ბაიერნს" კატალონიელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გადაბირება სურდა.

საუბარია რონალდ არაუხოზე, რომელიც გერმანულ გრანდს აქამდეც არაერთხელ დაუკავშირეს.

მიუხედავად უდიდესი შეთავაზებისა, კლუბის გადაწყვეტილებით ურუგვაელი მოთამაშე კვლავ "ბარსას" რიგებში დარჩა.

ცნობისთვის, რონალდს "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.

Facebook კომენტარები