ლევან საგინაშვილს ყაზახეთის სახელით მოასპარეზე მკლავჭიდელის არწიომ მოროზოვის სახით ახალი მეტოქე გამოუჩნდა.
არწიომი "ქართველ ჰალკს" საჯაროდ იწვევს, თუმცა მას თავის ოპონენტთან მარცხენა ხელის დადება სურს.
"ლევანმა საკუთარი საჩემპიონო გზა მარცხენა ხელზე უნდა ააგოს", - ამბობს ყაზახი.
აღსანიშნავია, რომ საგინაშვილმა მოროზოვის ეს კომენტარი უპასუხოდ არ დატოვა.
"თუ მარცხენა ხელში კვლავ ვიასპარეზებ, მას ქამართან დამშვიდობება მოუწევს. მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ მარცხენა ხელის შეჯიბრისგან შორს ვიყო", - თქვა ლევანმა.