მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს, ლუკას ვასკესს კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.
მადრიდული გამოცემა "Marca" იუწყება, რომ "ბლანკოსს" 32 წლის ესპანელთან დაკავშირებით გეგმა შემუშავებული აქვს.
წყაროს ცნობით, "თეთრები" ლუკასს საჭირო მოთამაშედ თვლიან და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივენას 1-წლის ვადით აპირებენ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ვასკესმა ჯამში 26 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.