ჭადრაკის ქართველმა დედოფალმა, ნონა გაფრინდაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაშში სტუმრობისას თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა გაიხსენა:
"ძალიან მიხარია, როდესაც ახალგაზრდები მაჩერებენ და მთხოვენ ფოტოს გადაღებას… მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი მამაჩემმა მითხრა – ერთ სადღეგრძელოს გეტყვი და მერე წადიო, ასწია ჭიქა და მითხრა, თავში არ აგივარდეს, პირდაპირ მითხრა – კი არ მომილოცა"
"საქართველოში რომ შემოვედით ხალხი იყო ყველა ბაქანზე, თბილისში სადგურის მოედანი ისეთი გადაჭედილი იყო მამაჩემმა მარცხენა ფეხსაცმელი დაკარგა. მეორე დროს რაც მოხდა, შეხვედრა ოპერის თეატრში – მე მსგავსი რამ არ ვიცი" - თქვა ნონა გაფრინდაშვილმა.