ცნობილ კოლუმბიელ მომღერალს, შაკირას მადრიდის "რეალის" განახლებულ სტადიონზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კონცერტის გამართვა სურს.
აღნიშნული ინფორმაცია ესპანურ მედიაში ვრცელდება.
როგორც იწერება, შაკირას "ბლანკოსის" სახლში 4 კონცერტის გამართვა 2025 წლის ივნისში სურს.
ცნობისთვის ამჟამად "ბერნაბეუ" 81,044 ადამიანს იტევს, თუმცა 2025 წლამდე ეს რიცხვი გაიზრდება.