საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები ოლიმპიური შეჯიბრებისთვის მზადებას განაგრძობენ. ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა ტურნირისთვის საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობა გამოიძახა.
ტიერი ანრის მიერ შედგენილი სია ოლიმპიური თამაშების გულშემატკივრებისთვის საკმაოდ გულდასაწყვეტი გამოდგა. ამის მიზეზი ისაა, რომ საფრანგეთის საფეხბურთო გუნდის რიგები ამჯერად კილიან მბაპეს გარეშე დაკომპლექტდა.
საფრანგეთის მწვრთნელის მიერ ოლიმპიადისთვის შერჩეული შემადგენლობა ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:
მეკარეები: ლუკა შაველიე (ლილი), ობედ ნკაბადიო (პარიზი), გიიომ რესტი (ტულუზა), რობინ რიზე (დიჟონი).
მცველები: ბაფოდე დიაკიტე (ლილი), მაკსიმ ესტევი (ბარნლი), ბრედლი ლოკო (ბრესტი), კასტელო ლუკება (ლაიპციგი), კილიან სიდიია (ფრაიბურგი), ადრიან ტრიუფერი (რენი), ლენი იორო (ლილი).
ნახევარმცველები: მაგნეს აკლიუში (მონაკო), ჟორის შოტარი (მონპელიე), დეზირ დუე (რენი), კუადიო კონე (გლადბახი), ენზო მიიო (შტუტგარდი), კეფენ ტურამი (ნიცა), ლესლი უგოჩუკვუ (ჩელსი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ).
თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პსჟ), არნო კალიმუენდო (რენი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი), მაიკლ ოლისე (კრისტალ პალასი), მატის ტელი (ბაიერნი).