წლევანდელი სეზონი „ალპინისთვის“ კვლავ წარუმატებლად მიმდინარეობს. მონაკოში გამართული გრან პრის დროს „ალპინის“ პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ. აღნიშნული შეცდომის შედეგად გუნდში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.
ესტებან ოკონის განცხადებით, იგი „ალპინს“ წლევანდელი სეზონის შემდეგ დაემშვიდობება, შეთანხმება ორმხრივია. 27 წლის მრბოლელი გუნდთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და საკუთარ სავარძელს სარეზერვო მრბოლელს, ჯეკ დუჰანს დაუთმობს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეუერთდება ოკონი მომავალი სეზონიდან. ასევე აღსანიშნავია, რომ „ალპინის“ მეორე პილოტის, პიერ გასლის კონტრაქტსაც ვადა ეწურება. შესაბამისად, მომავალ სეზონს „ალპინი“ შესაძლოა საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით შეხვდეს.