როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ამერიკელი ფეხბურთელი, სერჟინიო დესტი იჯარის წესით პსვ-ში ასპარეზობს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალიატის, დიდაკ პეირეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელი სეზონის ბოლოს “ბარსელონას” დაუბრუნდება.
დესტი თვლის, რომ ის “ლურჯ-ბროწეულისფერების” მაისურით თამაშს იმსახურებს და ნიდერლანდების ჩემპიონატის დონეს გაცილებით აღემატება.
ცნობისთვის, დესტმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.