საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართული სპორტის წარმატების შესახებ ისაუბრა:
"გიორგი სარდალაშვილს და ტატო გრიგალაშვილს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონობას, ასევე გურამ თუშიშვილს ვულოცავ ვიცე-ჩემპიონობას და ვაჟა მარგველაშვილს ვულოცავ ბრინჯაოს მედალს, პრიზიორობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე, ძიუდოისტთა ნაკრებს ვულოცავ ბრინჯაოს პრიზიორობას შერეულ გუნდურ ასპარეზობაში."
"ასევე მინდა მივულოცო ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრს, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ავსტრიის ჩემპიონობა არის ძალიან დიდი წარმატება, ვულოცავ ოთარს ამ ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას"
"ეს ორი კვირაც იყო იმის თვალსაჩინო დასტური, რომ ჩვენი სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ", - განაცხადა კობახიძემ.