1 წლის და 3 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია - რას გააკეთებს დე ლაურენტისი ხვიჩასთან დაკავშირებით

ცნობილმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ "ნაპოლის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, აურელიანო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტის სურვილია, რომ ქართველმა ვინგერმა "პარტენოპეის" რიგები არ დატოვოს და კვლავ ნეაპოლელთა ღირსება დაიცვას.

ასევე იწერება, რომ მიუხედავად "პარის სენ-ჟერმენის" დიდი აქტიურობისა, იტალიური კლუბი თავიანთი ლიდერის შენარჩუნებას მაინც ეცდება.

აქვე შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

Facebook კომენტარები