8 თვის და 4 კვირის წინ
ირაკლი ხასაია
Aa

"ბარსელონა" ახალ გზაზე დგება - კლუბის გადაწყვეტილება

"ბარსელონა" "ნაიკთან" ურთიერთობის გაწყვეტასა და საკუთარი მაისურების წარმოებას აპირებს, - ირწმუნება SPORT.

საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. "ბლაუგრანაში" უნდათ, რომ კომპანიასთან კავშირს წერტილი მეგობრულად დაუსვან. რაც შეეხება გეგმას, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" საკუთარი ბრენდის შექმნა აქვთ განზრახული.

კატალონიურ გრანდში ფიქრობენ, რომ "ნაიკი" მათ მოთხოვნას, მეტი ფულის მიღების თაობაზე, არ დააკმაყოფილებს, რაც კლუბს სხვა გამოსავალს აღარ უტოვებს.

"ბარსელონელთა" აზრით, თავიანთ სპორტული ბრენდის ჩამოყალიბება მათ გაცილებით მეტ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე სხვა კომპანიასთან თანამშრომლობა.

ამ ბრენდის ჩამოყალიბება "ბარსას" იმ შემთხვევაშიც გამოადგება, თუ "ნაიკი" მათთან მეგობრულად დამშვიდობებას არ გადაწყვეტს და სასამართლოში იჩივლებს. ხელმძღვანელობის რწმენით, ვერდიქტი მათ სასარგებლო იქნება, რადგან კლუბი ამერიკულ კომპანიას სხვა კომპანიით კი არ ცვლის, არამედ საკუთარ ბრენდს ქმნის.

წყაროს თანახმად, ჟოან ლაპორტა უკვე შეხვდა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც "ბლაუგრანას" ამ საქმეში დაეხმარებიან.

Facebook კომენტარები